მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგეს
12 დეკ 2017
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტისა და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, დურსუნ ჰასანოვთან ერთად, თბილისსა და რუსთავში  ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილების გვირგვინით შეამკო და პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო.  
ღონისძიებას ესწრებოდნენ, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, დიპლომატიური მისიისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე,  მოადგილე მამუკა ნავერიანი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიების მეორე ნაწილი თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჰეიდარ ალიევი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა, სადაც ისაუბრა პრეზიდენტის ცხოვრების შესახებ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ კავშირზე.
ღონისძიების ბოლოს  მოეწყო ფილმის ჩვენება, სადაც ასახული იყო აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის განვლილი, პოლიტიკური ცხოვრების გზა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4438
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1916
სექ 19 სამ 2023
2154
ივლ 05 ოთხ 2023
2290
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930