მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

180 წელია, ილია ჩვენი თანამედროვეა
05 დეკ 2017
 

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, დღეს მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში  თეატრალიზებული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების  ფარგლებში  მოსწავლეებმა, კოსტუმირებული წარმოდგენა დადგეს, სადაც ილიას შემოქმედება  და   ცხოვრება გაიხსენეს.
სკოლის ფოიეში  მე-19 საუკუნის თბილისის  ყოფითი ფრაგმენტები გააცოცხლეს, რომელმაც  წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იქ მისულ სტუმრებზე.
სკოლაში გამართულ ღონისძიებას,  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ადგილობრივი რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, მერის მოადგილემ, მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა  და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5730
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1947
სექ 19 სამ 2023
2215
ივლ 05 ოთხ 2023
2338
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930