მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „გოგონა დაიბადა“
28 ნოემ 2017
 

27 ნოემბერს,  მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ,   დინა ოგანოვას ფოტოპროექტის ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „გოგონა დაიბადა“.
ფოტოპროექტი თბილისში, კახეთსა და მარნეულში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ გვიამბობს, რომელთაც მხოლოდ გოგონები ჰყავს.
 ფოტოპროექტის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის შესახებ და ხაზი გაუსვას გოგონებისა და ვაჟების, როგორც შვილების, უფლებრივ თანასწორობას, მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის აუცილებლობას, მათი შესაძლებლობების ერთნაირად რეალიზების საჭიროებას, რაც აუცილებელია როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების ჰარმონიული განვითარებისათვის.
მარნეულში  ფოტო გამოფენის გახსნის ღონისძიება  აღნიშნავდა ქვემო ქართლში საკომუნიკაციო კამპანიის დაწყებას, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასთან და გენდერულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სტერეოტიპების და დამოუკიდებლობის შეცვლისთვის.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფოტოპროექტი  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5208
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1913
სექ 19 სამ 2023
2151
ივლ 05 ოთხ 2023
2287
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930