მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტრენინგი მარნეულელი ახალგაზრდებისთვის
21 ნოემ 2017
 

დღეს,  მარნეულელი ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტის  მერიაში,  გაიმართა ტრენინგი თემაზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ლიდერობა, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში და სოციალური მეწარმეობის საფუძვლები, ასევე  ახლგაზრდების უფლებები, მოვალეობები და ზოგადი ინფორმაცია სასამართლოსა და მართლმსაჯულების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო, რომელშიც მონაწილეობა     სკოლის  40 მოსწავლემ და  აქტიურმა  ახალგაზრდამ მიიღო.  ღონისძიება მოიცავდა პრეზენტაციას,  თემატური ვორკშოპსა  და  ჯგუფურ მუშაობას.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.
პროექტი  „ახალგაზრდული რეფლექსი“ -  “კავკასიის ახალგაზრდული კავშირი”- სა და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს მოიცავს.
პროექტის მიზნებია: მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ახალგაზრდული პრობლემების კვლევა, ანალიზი და საკითხის სისტემურ ჩარჩოში მოქცევა, რომელსაც შესაბამისი რეაგირება და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში ახალგაზრდების ჩართულობა მოყვება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 9842
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1942
სექ 19 სამ 2023
2206
ივლ 05 ოთხ 2023
2330
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930