მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს ფარგლებში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა
10 ნოემ 2017
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ წელს, 107 საპროექტო განაცხადიდან, 38-მა პროექტმა გაიმარჯვა, რომელთა განხორციელებისთვის, თანხა 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერი საბჭოს წევრები, პროექტში ჩართული მოქალაქეები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოგახსენებთ, რომ სპეციალურად შექმნილმა საბჭომ დეტალურად გაიარა 2017 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შემოსული საპროექტო იდეები, გასცა რეკომენდაციები და განსაზღვრა სამომავლო პრიორიტებები. შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი უკვე მესამე წელია ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო ბიუჯეტი“, რომელიც მოქალქეების ინტერესების გათვალისწინებასა და ჩართულობას გულისხმობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 566
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031