მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში კოკი ხარშილაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
13 ნოემ 2017
 

ლექსების კრებული „უხმო მუსიკა" -ს პრეზენტაციამ,  რომელიც მიმდინარე წლის,  11 ნოემბერს,   მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა,  პოეზიის მოყვარული სხვადასხვა თაობის ადამიანები შეკრიბა.
ახალგაზრდა და ნიჭიერი ავტორის კოკი ხარშილაძის  მისალოცად ახლო მეგობრები საქართველოს  სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოვიდნენ.

თეატრალიზებული ელემენტებით გაჯერებულ  ღონისძიებაში მონაწილეობას კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები იღებდნენ, რომლებიც მონაცველობით კითხულობდნენ  კრებულში დაბეჭდილ ლექსებს.
პრეზენტაციაზე გაფორმება დახვეწილად იყო შერჩეული და თემატიკას შეესაბამებოდა - ენთო სანთლები და  კედლები დატვირთული იყო საღამოს შესაბამისი დეკორაციებით. მთელი ატმოსფერო გაჟღენთილი იყო  ახალგაზრდა პოეტის პოეზიით.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე, ადგილობრივი  თვითმმართველობის თანამშრომლები,  პოეტის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ   კოკი ხარშილაძის ლექსების კრებული,  ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გამოიცა. ხოლო, წიგნის პრეზენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით და ორგანიზებით შედგა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6335
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1717
სექ 19 სამ 2023
1964
ივლ 05 ოთხ 2023
2139
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031