მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულელი ახალგაზრდები იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან
03 ნოემ 2017
 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“  და  საქართველოს პროკურატურამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ნაფიცი მსაჯულები იმიტირებული სასამართლო პროცესებითვის“ , სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სისხლის სამართლის  იმიტირებული სასამართლო პროცესების კვირეული დაიწყეს.
პროექტის ფარგლებში, აპლიკაციის მიხედვით,  შეირჩა 96 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი, აქედან  12 ახალგაზრდა შეირჩა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან.
აღსანიშნავია, რომ შერჩეულ კანდიდატებთან პირველი შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელმა ახალგაზრდებს გააცნო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსი და სასამართლო პროცესის სპეციფიკა.
პროექტის მომდევნო ეტაპი იმიტირებულ სასამრთლო პროცესზე დასწრებას ითვალისწინებს, რომელიც 12 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება, სადაც ახალგაზრდები ჩაერთვებიან ნაფიცი მსაჯულების სტატუსით და პროცესის დასასრულს გამოიტანენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს.
პროექტის მიზანს ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება წარმოადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6187
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1900
სექ 19 სამ 2023
2137
ივლ 05 ოთხ 2023
2274
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930