მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეული „დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს კამპანიაში ჩაერთო
18 სექ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტი,   ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას - ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს  (Clean Up the World) შეუერთდა.
აქციის ფარგლებში, დასუფთავდა ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის,  სოფელ დაშტაფის დაბინძურებული ტერიტორია, რომელშიც მონაწილეობას  იღებდნენ  ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი  პირები,  მუნიციპალური ა(ა) ი პ „სუფთა  მარნეული “-ს  თანამშრომლები, კამპანიის წარმომადგენლები და ადგილობრივი ახალგაზრდები.
დასუფთავების აქციის შედეგად, აღნიშნული ტერიტორიიდან  გატანილი იქნა 55 კუბური მეტრის მოცულობის ნარჩენი.
აღსანიშნავია, რომ 14-15-16 სეტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობას ღებულობს 130-მდე ქვეყანა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6136
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1917
სექ 19 სამ 2023
2155
ივლ 05 ოთხ 2023
2291
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930