მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება
07 ივლ 2017
 

2017 წლის 5–9 ივლისს, პოლონეთის რესპუბლიკაში, კობილნიცის გმინის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ქვემო ქართლის გუბერნიისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, კობილნიცისა და ახლომდებარე გმინების გამოცდილების გაზიარება ქართული დელეგაციის წევრებისთვის. ასევე შემეცნებითი აქტივობები, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა – კობილნიცა, უსტკა, სლუპსკი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და კობილნიცას თვითმმართველობებს შორის ეკონომიკური განვითარებისა და პარტნიორული კავშირების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 20 მარტს, გაფორმდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და კობილნიცას გმინის გამგებელმა ლეშეკ კულინსკიმ ურთიერთანამშრომლობის ხუთწლიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მარნეულისა და კობილნიცის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის პოპულარიზაციას, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ეკონომიკური საქმიანობის და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სასწავლო–გაცვლითი პროგრამების სახით ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული ვიზიტიც, სწორედ კობილნიცის გმინისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს შორის, მეგობრული კავშირების ფარგლებში შედგა.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5748
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1941
სექ 19 სამ 2023
2204
ივლ 05 ოთხ 2023
2326
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930