მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფორუმი ქვემო ქართლში
04 ივლ 2017
 

დღეს, „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის“ ორგანიზებით და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონული ფორუმი გაიმართა.
დღევანდელი ფორუმი  ENPARD–ის პროგრამის   მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვთარების სააგენტოს გაძლიერების“ ფარგლებში ჩატარდა.
რეგიონული ფორუმების, როგორც არაფორმალური პლატფორმის, მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გასაჯაროებასა და მათ გადასაჭრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე საწარმოო ჯაჭვის წარმომადგენლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან დაკავშირებასა და მათ შორის კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესებაში.         
ფორუმს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ  დარგალი, ადგილობრივი თვითმმართველოის წარმომადგენელი,საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების  50- მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის,ასევე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ , მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ და კომპანია „ბორან სოფქიმიის“  წარმომადგენლები.
ფორუმის მსვლელობისას ფერმერებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს განხილვებში და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს კომპეტენტური პირებისაგან.   
შეხვედრის დასასრულს, „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის“ პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი ზაქაიძემ ფორუმის მსვლელობისას გაჟღერებული პრობლემები და გამოწვევები შეაჯამა, რომლებზეც მუშაობა ორგანიზაციისთვის მომდევნო პერიოდში პრიორიტეტული იქნება. რეგიონული ფორუმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 2017 წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერება“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება Evoluxer-ის მიერ. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5849
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1717
სექ 19 სამ 2023
1964
ივლ 05 ოთხ 2023
2138
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031