დღეს, 5 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში წამოწყებული კამპანია – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ მარნეულის რაიონული პროკურატურის ინიციატივითა და გამგეობის მხარდაჭერით, საგზაო მოძრაობის უსაფრთოხოების წესებთან დაკავშირებით, სატრანსპორტო დანაშაულებისა და ავტოსაგზაო დარღვევების პრევენციის მიზნით, მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. კულტურის სახლში საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყო პრეზენტაცია, რომელიც ჩაატარეს ექსპერტ კრიმინალისტებმა, საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა და სხვა კომპეტენტურმა პირებმა; ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მარნეულის პროკურორი გიორგი კაკულია თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები. ასევე, ღონისძიების ფარგლებში კულტურის სახლის სკვერში გამოიფინა სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები, თემაზე „ჩემი თვალით დანახული საგზაო უსაფრთხოება“ და შემოქმედებითად მოიხატა ქვეითთა გადასასვლელი ხაზი ე.წ ზებრა გადასასვლელი. აღსანიშნავია, რომ ქვეითთა გადასასვლელი წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გამგეობისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლების მიერ იხატებოდა, რომელსაც დღეს მოსწავლეებიც შეურთდნენ და მხატვრებთან ერთად დაასრულეს ქვეითთა გადასასვლელი ხაზის მოხატვა. ღონისძიების ბოლოს, მოეწყო გარე აქცია, სადაც პროექტის ბენეფიციარები ქუჩაში შემხვედრ მოქალაქეებსა და მძღოლებს ურიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
სიახლეები
მარნეულში ქვეითთა გადასასვლელი შემოქმედებითად მოიხატა
06 ივნ 2017
მნახველთა რაოდენობა: 6728
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
420
აპრ 22 ოთხ 2020
15590
აპრ 22 შბ 2017
28813
იან 09 ორშ 2017
28373
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29667
სექ 02 პარ 2016
28080
აგვ 26 პარ 2016
27585
აგვ 30 სამ 2016
25724