მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონკურსი „ბიბლიოთეკა, გზა წარმატებული მომავლისაკენ“
12 ივნ 2017
 

12 ივნისს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ინიციატივით გაიმართა ნახატების კონკურსი თემაზე „ბიბლიოთეკა, გზა წარმატებული მომავლისაკენ“. კონკურსში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლის მოსწავლეები. სულ წარმოდგენილი იყო 18 საჯარო სკოლის 53 ნახატი. კონკურსის შედეგად კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე საკონკურსო ადგილზე გასული ნახატების ავტორთა ვინაობა. პირველი ადგილი დაიკავეს სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნინო ტალახაძემ და ანა ნადირაძემ. მეორე ადგილი – სოფელ თამარისის სკოლის მოსწავლემ ელენე პაპიძემ, მესამე ადგილი კი წილად ხვდა სოფელ ალგეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ლიამან იუნუსოვას. კონკურსის გამარჯვებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ჟიურის სიმპათიად დასახელდა #2, #3 და #6 საჯარო სკოლის მოსწავლეები და სოფელ გიულბაღის მოსწავლეთა ნამუშევრების ავტორები, რომელთაც ასევე, გადაეცათ ბიბლიოთეკისგან საჩუქრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი, საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7545
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1947
სექ 19 სამ 2023
2212
ივლ 05 ოთხ 2023
2338
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930