მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე
29 ივნ 2017
 

დღეს, 29 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  საკონფერენციო დარბაზში  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ,  ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად  მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მომხსნებელებმა  სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული და დეგეგმილი ღონისძიებებისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.  ადგილობრივ მეწარმეებს და ფერმერებს  დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია  იმ   სარგებელსა და პერსპექტივებზე,   რაც  ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების პირობებში ეძლევათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის  მოადგილე ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ასევე  ადგილობრივი მეწარმეები  და  ფერმერები.
შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და  ქვემო ქართლში სახელმწიფო  რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.  
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით  კვლავ გაგრძელდება   ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ სხვადასხვა რეგიონში.


 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4635
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1892
სექ 19 სამ 2023
2125
ივლ 05 ოთხ 2023
2261
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930