მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულელი ძიუდოისტების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე!!
08 ივნ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის პირველ მოადგილე როინ დეკანოიძესთან და გულშემატკივრებთან ერთად, ვეტერან ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მარნეულელ ძიუდოისტებს, აეროპორტში,  მიღწეული წარმატებები პირადად მიულოცა.

მიმდინარე წლის 2-5 ივნისს, საბერძნეთში, კუნძულ ჰერაკლიონზე, ვეტერან ძიუდოისტებს შორის, ევროპის ჩემპიონატზე, გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა, გუნდური პირველობა მოიპოვა, მათ შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტები ზაზა დავაძე და სანდრო იაკობაშვილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას!!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2748
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
567
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031