26 მაისი საზეიმოდ და მასშტაბურად აღინიშნა მარნეულში. საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით დილიდან ქალაქის მთავარ სკვერში, „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის სპორტული აქტივობებით, კონკურსებით, საბავშვო სპექტაკლებით და შოუებით.
შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და მარნეულის მერმა კენან ომაროვმა მიულოცეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბარელიეფი მოინახულეს და პატივი მიაგეს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის შემოსასვლელში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა და კურთხევის ცერემონიალი მოეწყო.
ადგილობრივმა ანსამბლებმა შეასრულეს მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. დღის კულმინაციას წარმოადგენდა საქართველოს ჰიმნის საზეიმოდ შესრულება. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა ანსამბლი „ალილოს“ და ბენდის „რეზო და ბავშვების“ კონცერტით.
სიახლეები
26 მაისი საზეიმოდ და მასშტაბურად აღინიშნა მარნეულში
26 მაი 2022
მნახველთა რაოდენობა: 3304
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
389
აპრ 22 ოთხ 2020
15568
აპრ 22 შბ 2017
28770
იან 09 ორშ 2017
28344
აგვ 30 სამ 2016
30360
აგვ 27 შბ 2016
29655
სექ 02 პარ 2016
28055
აგვ 26 პარ 2016
27559
აგვ 30 სამ 2016
25716