მარნეულის მუნიციპალიტეტში, პროფესიული კოლეჯის მშენებლობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
150 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ექნება თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. გარდა სასწავლო კორპუსისა, კეთილმოეწყობა სასწავლებლის ეზო და ღია სპორტული მოედანი.
სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები;
აღსანიშნავია, რომ რეგიონში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლეჯი „მოდუსი“ მოქმედებს, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს. მარნეულში მშენებარე კოლეჯი „მოდუსის“ ფილიალი იქნება და, მნიშვნელოვნად გაზრდის მხარეში, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.
პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს და მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.
სიახლეები
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს
29 ივნ 2020
მნახველთა რაოდენობა: 5033
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15266
აპრ 22 შბ 2017
28400
იან 09 ორშ 2017
28058
აგვ 30 სამ 2016
30102
აგვ 27 შბ 2016
29381
სექ 02 პარ 2016
27715
აგვ 26 პარ 2016
27263
აგვ 30 სამ 2016
25467
აგვ 25 ხუთ 2016
27490