კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათების შესახებ მოქალაქეების ინფორმირების პროცესი, მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქსა და სოფლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სპეციალისტები ავრცელებენ.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოწყვლად ჯგუფებზე, სოციალური დახმარების გაცემის პროცესი და კორონავირუსსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია;
აღსანიშნავია, რომ სოციალურ აქტივობაში, თვითმმართველობასთან ერთად ჩართულნი არიან ადგილობრივი მეწარმეები და კერძო პირები.
კამპანია „დარჩი სახლში“-ის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველთა და ხანდაზმულთა 3000- მდე ოჯახი სასურსათო პროდუქტებით მომარაგდა.
სიახლეები
მარნეულში მთავრობის შეღავათების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება მიმდინარეობს
03 აპრ 2020
მნახველთა რაოდენობა: 5077
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
411
აპრ 22 ოთხ 2020
15584
აპრ 22 შბ 2017
28802
იან 09 ორშ 2017
28363
აგვ 30 სამ 2016
30373
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28074
აგვ 26 პარ 2016
27578
აგვ 30 სამ 2016
25721