აღსანიშნავია, მუნიციპალიტეტი გასული წლების მსგავსად, დროებით სარგებლობაში არსებული 5 ერთეული, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით (ტრაქტორით) უსასყიდლოდ მოემსახურება სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
მარნეულის მერია, აღნიშნული პროგრამით 2017-2018 წლებში 277 ოჯახს დაეხმარა.
მიწის დამუშავების პროცესს, ადგილზე გაეცნენ მარნეულის მერი ზაურ დარგალი და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე.
რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR“-მა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, 18 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების აღსანიშნავად გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გადასცა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს, დროებით სარგებლობაში გადაეცათ.
პროგრამით 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები სარგებლობენ, რომლებიც აღნიშნული პროექტით, 0.5 ჰექტარის მოცულობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს ამუშავებენ.
აღნიშნულ პროგრამას, მერის დავალებით, უშუალოდ მუნიციპალური ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“ ახორციელებს.
სიახლეები
მარნეულში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები დაიწყო
24 თებ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2713
სიახლეები

















