მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ალგეთის ღვინის მეურნეობის დასახლება მიმდინარე წელს სასმელი წყლით მომარგდება
09 იან 2020
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, კაპანახჩის ადმინისტრაციულ  ერთეულში,  ალგეთის ღვინის მეურნეობის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა, სადაც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობმემურ  საკითხს  სასმელი წყლის უზრუნველყოფის საკითხი წარმოადგენს.

მერმა, ადგილობრივებს, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, დაგეგმილი მასშტაბური პროექტი გააცნო, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სასმელი წყლის  ახალი  ქსელების მოწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტში 2020 წელში, ფართომასშტაბიანი სამუშაოებია დაგეგმილი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის, ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის სოფლების წყამომარაგება.

მასშტაბური პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება, რისთვისაც  გამოყოფილია  3 150 685 ლარი;

მერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას,  გარდა აღნიშნული პროექტისა,  მათი სოფლის წინაშე არსებული  სხვა საჭიროებებიც გამოიკითხა და მათთან ერთად, გადაჭრის გზებზე  იმსჯელა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1263
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031