მარნეულის მუნიციპალიტეტში, ღია შეხვედრები მოსახლეობასთან, ამჯერად ქალაქ მარნეულის უბნებსა და ქუჩებში შედგა.
მოსახლეობას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც ძირითადი აქცენტი ადგილობრივების საჭიროებებზე გაკეთდა. აგრეთვე ერობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან დიალოგში, ქალაქის მასშტაბით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება. განიხილეს ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა მარნეულში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობა, სასწრაფო სამედიცინო ცენტრისა და მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე დიზაინის სკვერის მშენებლობა. აგრეთვე ცენტრალური სტადიონის თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტაცია.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობის განვითარებისთვის, ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთობის პოზიტიურ ასპექტებზე. ასევე გადაწვეტილების მიღების პროცესში, მოქალაქეთა ჩართულობისთვის საჭირო მექანიზმების ეფექტიანად ფუნქციონირებასა და გაძლიერებაზე.
სიახლეები
ღია შეხვედრები მოსახლეობასთან ამჯერად ქალაქ მარნეულში შედგა
07 ნოემ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4969
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
323
აპრ 22 ოთხ 2020
15517
აპრ 22 შბ 2017
28706
იან 09 ორშ 2017
28300
აგვ 30 სამ 2016
30323
აგვ 27 შბ 2016
29614
სექ 02 პარ 2016
27997
აგვ 26 პარ 2016
27504
აგვ 30 სამ 2016
25674