ღია შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, დამია- გეურარხისა და შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩავიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები გამოიკითხეს.
მოსახლეობასთან შეხვედრებს, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ამ ეტაპისთვის შეხვედრები შედგა, სოფელ დამია- გეურარხის, ახლოლალოს, კიროვკის, დამიას, შულავერის, ზემო და ქვემო სარალის მოსახლეობასთან, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებმა, მოსახლეობასთან, სოფლებში, ამ ეტაპისთვის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
ღია შეხვედრის ფორმატის ფარგლებში, მოქალაქეების მხრიდან ძირითად საჭიროებად საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა, რაც მუნიციპალიტეტის მომავალი წლების ბიუჯეტში იქნება ასახული.
მოსახლეობასთან ღია შეხვედრები, მარნეულის მასშტაბით მომავალ დღეებშიც გაიმართება.
სიახლეები
ღია შეხვედრები მარნეულში გრძელდება
22 ოქტ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5263
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
310
აპრ 22 ოთხ 2020
15505
აპრ 22 შბ 2017
28694
იან 09 ორშ 2017
28286
აგვ 30 სამ 2016
30310
აგვ 27 შბ 2016
29600
სექ 02 პარ 2016
27987
აგვ 26 პარ 2016
27489
აგვ 30 სამ 2016
25664