მარნეულის მუნიციპალიტეტმა, წარმატებულ პედაგოგებსა და პრაქტიკოს პენსიონერ მასწავლებლებს, რომელთაც სკოლა დატოვეს, საზეიმო მიღება მოწყო.
ღონისძიება, მარნეულის კულტურის სახლის ეზოში, წითელი ხალიჩის ფონზე, პედაგოგებისთვის, ყვავილების თაიგულების გადაცემით გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლის პედაგოგს გიორგი ჭაუჭიძეს, 2 000 ლარიანი ფულადი საჩუქარი გადასცა, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელის სიგელი, გადაეცა ღვაწლმოსილ პედაგოგს იულია დარბაიძეს.
დამსახურებულმა პედაგოგმა მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგანაც მიიღო.
საზეიმო მიღებაზე სტუმრის სტატუსით ადგილობრივი რესურს– ცენტრის ხელმძღვანელი პირები, სკოლის დირექტორები, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგები ესწრებოდნენ.
ფულადი ჯილდო, პედაგოგ, გიორგი ჭაუჭიძეს და №2 სკოლის დირექციას, ლიბერთი ბანკის სახელით, ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებისგანაც გადაეცა.
ღონისძიების ბოლოს საზეიმო ტორტი გაიჭრა.
2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო 261 მარნეულელმა მასწავლებელმა მიიღო.
სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტმა პედაგოგებს საზეიმო მიღება მოუწყო
09 ოქტ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4820
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
342
აპრ 22 ოთხ 2020
15543
აპრ 22 შბ 2017
28735
იან 09 ორშ 2017
28319
აგვ 30 სამ 2016
30343
აგვ 27 შბ 2016
29633
სექ 02 პარ 2016
28019
აგვ 26 პარ 2016
27527
აგვ 30 სამ 2016
25695