დღეს, მარნეულის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, სოფელ შულავერში მდებარე სტუდია „Hobby House”-ის ხელმძღვანელს მარინა წიქარიშვილს და ბენეფიციარებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ცენტრის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობა დეტალურად გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მერმა, სტუდიის ხელმძღვანელს, ახალგაზრდების განვითარებისთვის დაგეგმილი ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.
სიახლეები
შეხვედრა სტუდია „Hobby House”-ის წარმომადგენლებთან
27 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 674
სიახლეები

















