დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, მოქალაქეთა გასვლითი მიღება, ამჯერად კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.
ზაურ დარგალმა მოქალაქეები სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში მიიღო, სადაც მათ წინაშე არსებული საჭიროებები მოისმინა და გადაჭრის გზებზე, მათთან ერთად იმსჯელა.
მოქალაქეთა მიერ წამოჭრილი საკითხები ძირითადად, სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პრობლემას შეეხებოდა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა სოფელში ფიქსიდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მერის თხოვნით ადგილზე ჩავიდა საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსი ალექსანდრე შუკაკიძე, რომელმაც ადგილობრივებს სარწყავი წყლის დებეტის რაციონალურად განაწილების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიის მიერ დადგენილი გეგმა- გრაფიკი გააცნო და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წარმოშობილ კითხვებს უპასუხა.
მერთან შეხვედრის დროს ადგილობრივებმა ძირითადად ყურადღება მიწის ლეგალიზაციის პრობლემებზე გაამახვილეს, რაზედაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლისგან, კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.
მოგახსენებთ, რომ მერი, გასვლით შეხვედრებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს, რომლის მიზანი მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კომუნიკაციის გამარტივება წარმოადგენს.
სიახლეები
მერმა, მოქალაქეთა გასვლითი მიღება ამჯერად კასუმლოში გამართა
06 აგვ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5432
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
323
აპრ 22 ოთხ 2020
15517
აპრ 22 შბ 2017
28706
იან 09 ორშ 2017
28300
აგვ 30 სამ 2016
30323
აგვ 27 შბ 2016
29614
სექ 02 პარ 2016
27997
აგვ 26 პარ 2016
27504
აგვ 30 სამ 2016
25674