მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა მარნეულში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან
05 აგვ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი,  ზაურ დარგალი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური  შაუმიანში ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

დევნილ ოჯახებთან შეხვედრის მიზანს,  მათი საცხოვრებელი პირობების,  საჭიროებების ადგილზე შესწავლა და მათ წინაშე არსებული პრობლემების  გადაჭრის გზებზე, მხარეთა ერთობლივი მსჯელობა  წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და  სსიპ -სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი  ბესარიონ სიმონიშვილი.

შაუმიანის შემდგომ, ხელმძვანელმა პირებმა, ეგრეთწოდებულ ელევატორის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრები, საჩხერიდან მიწისძვრის დროს ჩამოსახლებული დევნილებიც ინახულეს. მათ  ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც უახლოეს მომავალში  აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები აუშენდებათ.

აღსანიშნავია, რომ ახალი სახლებით დაკმაყოფილდება 31 ოჯახი. სახლების მშენებლობა პროექტ „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“– ის ფარგლებში მოხდება. რომლის დონორიც გახლავთ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KfW), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6130
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1933
სექ 19 სამ 2023
2192
ივლ 05 ოთხ 2023
2322
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930