მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

ვორკშოპი თემაზე „კავკასიური ამბები“
19 აგვ 2015
 

დღეს, სოფელ წერაქვში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ONE CAUCASUS”-ის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ ბავშვებს ჩაუტარდათ ვორკშოპი თემაზე „კავკასიური ამბები“, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისა და გაშუქების სწავლების ტექნიკას ითვალისწინებდა.

ვორკშოპის იდეა „კავკასიური ამბები“ გულისხმობს, მარნეულის მუნიციპალიტეტში  მცხოვრები ქართველი, სომეხი  და აზერბაიჯანელი ბავშვების ურთიერთობას, სხვადასხვა პოზიტიური ამბების ურთიერთგაცვლის ფორმატში. 
ვორკშოპი ორი საათი გრძელდებოდა.  მონაწილეებს შესაბამისი უნარების გამომუშავებისთვის ჩაუტარდათ პრაქტიკული სამუშაოები, რამაც სწავლების მიმდინარეობა უფრო საინტერესო და მარტივად აღსაქმელი გახადა. 
აღნიშნული ვორკშოპის ფარგლებში დაგეგმილია 7 სამუშაო დღე, როგორც სოფელ წერაქვის, ასევე ქვემო სარალისა და დამია გეურახში მცხოვრებ ბავშვებთან. 
ვორკშოპის იდეა  ეკუთვნის ფესტივალის საორგანიზატორო გუნდის ერთ-ერთ ტრენერს ლუდე რენოს.
ტრენერს მთარგმნელობით დახმარებას სოფელ წერაქვის მიხეილ ჯავახიშვილის  მუზეუმის დირექტორი თათია შენგელაია უწევდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 21343
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930