მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაცია

 

მოქალაქეებთან მომსახურების სერვისები
00 იან
 

მოქალაქეებთან მომსახურების სერვისები


ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური


1. მშენებლობებთან  დაკავშირებული  მუნიციპალური დაკვეთების მომზადება.
2. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა.
3. საქმისწარმოება მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით.
4. წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად.
5. დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა, მათ განხორციელებაზე  მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა.


ანალიზისა და საზოგადოებასთან  ურთიერთობის სამსახური

6. მუნიციპალიტეტის  ვებგვერდის ადმინისტრირება
7. საჯარო ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.
8. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის  პირების  პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ, თვეში ერთხელ, მაინც პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან.
9. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის მთის რეგიონში მცხოვრები მოქალქითვის  სტატუსის მინიჭება.


ეკონომიკური  განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური

10. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ავტოვაგზლების, ავტოსადგურებისა და ავტოსალაროების  ფუნქციონირების რეგულირება და აღრიაცხვიანობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კონტროლი მოსახლეობის ტრენსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
11. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია.
12. რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური  ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან, მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის, მუნიციპალური ქონების წესებთან, მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან  დაკავშირებით.
13. ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით  გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ღონისძიებების გატარება.


მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური

14. ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი  ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის  წესებზე, რეაგირება და შესაბამისი  სამართალდარღვევის ოქმის შედგენა  უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით.
15. ზედამხედველობა არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის  დადგენილი წესების შესრულებაზე და  კეთილმოწყობის  წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი.
16. ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული დაწარმო–დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული  საქმიანობით, დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვების , ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებური გაჩეხვის , სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუსაოების ჩატარების დროს ტერიტორიის მდგომატრეობის, კეთილმოწყობის წესების დაცვის (შენობა–ნაგებობის ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა კიოსკების და ჭების, მარნეულის საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტე    ქნიკურ–ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი.
17. სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერირტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და  სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა –გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეტილმოწყობა–მოწესრიგება და სხვა) დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა  დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დწესება.
18. უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების,მანქანა–დანადგარების, დასახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა  სარეკლამო ატრიბუტების  უკანონო განთავსების  ფაქტების გამოვლენა და აღკვეთი ღონისძიებების განხორციელება.
19. კანონმდებლობის დარღვევით  მიმდინარე მშენებლობის  შეჩერება ( მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება)
20. მოქალაქეებისათვის  ინფორმაციის მიწოდება  ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, სტიქიური უბედურებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად  საჭირო ზომების მიღება.
21. არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების  დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის  მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების  გამოყენებაზე წინადადებების მომზადება
22. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების , ნივთების , მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბარებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარეჩენისა და ნაგვის გატანის, გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა.


ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება


23. ჯანმრთელობის დაცვის  მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
24. სოციალური დაცვისა და დასაქმების  მუნიციპალურ პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია.
25. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში  მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება.
26. უმუშევართა რეგისტრაცია,  მათი პროფესიული  გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.


განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება


27. განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუსავება და მართვის კოორდინაცია.
28. სააღმზრდელო  დაწესებულებების მართვა.
29. კულტურის მუნიციპალური  პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
30. მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა.
31. ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული  პოლიტიკის  განვითარების ხელშეწყობა.
32. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 3158
 
 
 
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930