მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაცია

 

მუნიციპალური სერვისები
00 იან
 

მუნიციპალური სერვისები


1. მოქალაქეთა ჩართულობის  უზრუნველმყოფი სერვისები

   1. საჯარო ინფორმაციის გაცემა ,,ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი“–თ  გათვალისწინებულ ვადებში;
   2. გამგებლის მიერ მოქალაქეთა მიღების დღე;
   3. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;
   4. დასახლების საერთო კრების რეგისტრაცია;
   5. ბიუჯეტის საჯარო განხილვა;
   6. მოქალაქეთა ინფორმირება;
   7. მოქალაქეთა საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა;


2. სკოლამდელი აღზრდა

   8. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი), რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სასწავლო სააღმზრდელო პროგრამის განხორციელებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 6 სასკოლო მზაობის ცენტრი და 13  საბავშვო ბაღი.


3. ჯანდაცვის ხელშეწყობა და სოციალური დახმარება

   9. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება აკრედიტირებული  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების ერთჯერადი ფინანსური დახმარება კალენდარული წლის განმავლობაში;
   10. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ერთჯერადი დახმარების  მიზნით, მუნიციპალიტეტი დაინტერესებული სუბიექტის  მომართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს ბენეფიციარისთვის ეტლის პირადი სარგებლობისათვის გადაცემას;
   11. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია, გამოკვლევა, მკურნალობა და მედიკამენტებით დახმარება კალენდარული წლის განმავლობაში;
   12. მუნიციპალიტეტი ყოველთვიური ფულადი დახმარებით უზრუნველყოფს დედ–მამით ობოლ, არასრულწლოვან ბენეფიციარებს.
   13. მუნიციპალიტეტი ყოველთვიური ფულადი დახმარებით უზრუნველყოფს 57000 –დან 60 000–მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, უსინათლოებსა და ყრუ–მუნჯ ბენეფიციარებს. 
   14. დიალეზზე მყოფ ბენეფიციარებს, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში, ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგიტრირებულ  ბენეფიციარს  20 ლარის ოდენობით, ყიზილაჯლოსა და ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ  ბენეფიციარს 30 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს 50 ლარის ოდენობით.
   15. საქართველოს  თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახებს, კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიური დახმარება გადაეცემათ.
   16. მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარება ასი  და მეტი წლოვანების ასაკის ხანდაზმულებისათვის.
   17. მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარება ომისა  და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებისათვის. 
   18. მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარება  იძულებით გადაადგილებულ პირზე, ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით.


4. ეპიდემიური ზედამხედველობა

   19. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს  ა(ა)იპ   „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, რომელიც უზრუნველყოფს ეპიდზედამხედველობის და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებების განხორციელებას ანტირაბიულ, ასევე  მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს სანიტარული და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ღონისძიებებს. აღნიშნული ღონისძიებები მოქალაქეებისათვის უფასოა.

 

5.  გარემოს დაცვა, ჰიგიენა, და მასთან დაკავშირებული საქმიანობა

    20. მარნეულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება  დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ღონისძიებები და  აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს  ა(ა)იპ ,,სუფთა მარნეული“;    
   21. ორგანული ნარჩენების გადამუშავება და კომპოსტის წარმოება ხორციელდება შპს ,,მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“–ს მიერ;


6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობა

   22. მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება  კორპუსებში და კორპუსებთან  არსებული  პრობლემების მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით გადაწყვეტა;


7. კულტურა და სპორტი

   23. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინირება და მეთოდური დახმარების გაწევა მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების კულტურულ–საგანმანათლებლო მოღვაწეობის ხელშეწყობის მიზნით;
   24. ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობა; 
   25. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება და პოპულარიზაცია.


8. ინფრასტრუქტურული  სერვისები

   26. მუნიციპალიტეტის ტერირტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა; 
   27. უფლებრივი ზონირება;
   28. დასახლებათა მიწათსარგებლობის გეგმების შემუშავება;
   29. დასახლებათა  განაშენიანების რეგულირების  გეგმის შემუშავება;
   30. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების და მშენებლობებთან  დაკავშირებული  მუნიციპალური დაკვეთების მომზადება;
   31. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა;
   32. მშენებლობის კანონიერების შესწავლა;
   33. მშენებლობის კონტროლი;
   34. წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაცია, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გაწმენდა;
   35. დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა, მათ განხორციელებაზე  მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა; 
   36. დასახლებათა  ტერიტორიების  გამოყენების და განაშენიანების  რეგულირების წესების შემუშავება;
   37. სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის შეკეთება;
   38. შიდა გზების რეაბილიტაცია;
   39. გარე რეკლამისა და ფასადების კონტროლი / მართვა.


9. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა და რეგულირება

    40. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ავტოვაგზლების, ავტოსადგურებისა და ავტოსალაროების  ფუნქციონირების რეგულირება და აღრიაცხვიანობის ერთიანი სისტემის ორგანიზება;
   41.  მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კონტროლი მოსახლეობის ტრენსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე.

10. მუნიციპალური ქონება და ეკონომიკური განვითარება

   42. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია;
   43. მუნიციპალური  ქონების კატეგორიების განსაზღვრა და შეცვლა;
   44. მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვა; 
   45. მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესების დადგენა, მუნიციპალური ქონების პრივატიზება და სარგებლობის უფლებით გადაცემა.
   46. სანდასუფთავების მოსაკრებელზე კონტროლი.
   47. უნებართვოდ  აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზაცია, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება/ლეგალიზაცია.
   48. სასაფლაოების მოვლა–პატრონობა.


11. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სერვისები

   49. სავალდებულო სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა/მოხსნა.
   50. სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება.
   51. რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა/მოხსნა.
   52. დროებითი სამხედრო მოწმობის გაცემა/აღდგენა.


12. „ქალთა ოთახი“

   53. მარნეულის  მუნიციპალიტეტში დაინერგა მუნიციპალური სერვისი–,,ქალთა ოთახი“, რომლის  მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რათა მათ ჰქონდეთ გაუმჯობესებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.    

 

13. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება 

   54. მარნეულის გამგეობა მუნიციპალიტეტში შემავალი 8 სოფლის: ახკერპის, ოფრეთის, ულიანოვკას, ყუდროს, ჩანახჩის, წერაქვის, ხოხმელის, ჯანხოშის მოსახლეობას, კანონით დადგენილ ფარგლებში, ანიჭებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს.

მუნიციპალური სერვისები - პრეზენტაცია - (PDF)


 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1413
 
 
 
 
 
სიახლეები
2021 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031