მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი

 

პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2017“ იწყება
11 მაი 2016
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში, პოლონური ფონდი „სხვა სივრცე“–ს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხევდრა გამართეს.

შეხვედრის მთავარ მიზანს პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტი 2017“ (“Od budżetu do działania – liderzy partycypacji”/„მონაწილეობითი ბიუჯეტიდან მის განხორციელებამდე – პარტიციპატიის ლიდერი“) წესების გაცნობა და შემუშავება წარმოადგენდა, ასევე შემუშავდა პროექტის განხორციელბის  წლის სამოქმედო გეგმა. 
შეხვედრის თითოეულ მონაწილეს  შეეძლო გამოეხატა თავის მოსაზრებები პროექტის სამუშაო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრას  ესწრებოდნენ  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ პროექტი თნამონაწილეობითი ბიუჯეტი გასულ წელს  დაინერგა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებასა და  ხარჯვის პროცესში, მოქალაქეების ინტერესების გამოხატვასა და მათ ჩართულობას.
საქართველოს მასშტაბით, მარნეულის მუნიციპალიტეტი არის პირველი, რომელმაც  2015 წელს განახორციელა 2016 წლის პირველი სამოქალაქო ბიუჯეტის საპილოტე პროგრამა და საკუთარი ბიუჯეტიდან გამოჰყო 1 500 000 ლარი.
გასულ წელს, პროექტ  „თანამონაწილეობითი  ბიუჯეტის“  ფარგლებში სულ შემოვიდა 49 საპროექტო განაცხადი, საედანაც დაფინანსდა 34 პროექტი.
პროექტი  ხორციელდება  და დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „დემოკრატიის მხარდაჭერა – 2016“-ის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში   ახორციელებს  პოლონური ფონდის „სხვა სივრცე“ ( „The Other Space Foundation”).

პროექტის  მხარდამჭერები  არიან  მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა , ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“ , საქართველოს  ადგილობრივი თვითმმართველობების  ეროვნული ასოციაცია.(NALA). 
პროექტის განხორციელება, უახლოეს მომავალში დაიწყება, რომლის შესახებ მარნეულის მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია ეცნობებათ მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ– გვერდის,   სოციალური ქსელების,  გამგებლის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მედია საშუალებების მეშვეობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7984
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი
ივლ 01 პარ 2016
7335
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031