მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი

 

კონკურსი პროექტ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში
27 ივნ 2016
 

მარნეულის  მუნიციპალიტეტი, დაგეგმილი  პროექტის, „სამოქალაქო ბიუჯეტი–2017“–ის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიზნით, ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“–ს ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს პროექტის განხორციელების ეტაპზე საინფორმაციო კამპანიის გეგმის შერჩევისა და აღნიშნულის განხორციელების მომსახურების შესყიდვის მიზნით.

კონკურსის განხორციელების ერთ–ერთი მიზანია წახალისდეს და მიეცეს საშუალება მუნციპალიტეტში მოღვაწე ორგანიზაციებს განახორციელოს საქმიანობა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით განცხადებები მიიღება მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ელექტრონულ ფოსტაზე ( municipaliteti@marneuli.gov.ge) 2016 წლის 01 ივლისიდან – 2016 წლის 7 ივლისის ჩათვლით პერიოდში. კონკურსი განხორციელდება 2 ეტაპად, განცხადებების გადარჩევა და დაინტერესების შემთხვევაში გასაუბრება შესაბამისი ორგანიზაციის წარმომადგენელთან წარმოდგენილი გეგმისა და მისი შესრულების თაობაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი განცხადებები უნდა აკმაყოფილებდეს:
• განცხადების წარმომდგენი სუბიექტი უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
ორგანიზაციამ  კუნკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა; (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ მარნეულის მუნციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე: www.marneuli.gov.ge )
• ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია;
• სუბიექტს უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სასურველია პროექტის მიზნების შესაბამისი;
• სამოტივაციო წერილი (თუ რატომ სურს მიიღოს კონკურში მონაწილეობა);
• გეგმა, თუ როგორ  უზრუნველყოფს  და  განახორციელებს წამოყენებულ  მოთხოვნებს;
საკონკურსოდ წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ სამოქალაქო ბიუჯეტირების განხორციელების მიზნით შექმნილი საბჭო, რომელიც საკონკურსო განცხადებების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილე ერთ–ერთი სუბიექტის შერჩევის თაობაზე და არაუგვიანეს 1 კვირისა, ასევე ელექტრონული ფორმით, მათი განცხადების განხილვის შედეგის თაობაზე პასუხს  აცნობებს ყველა მონაწილე სუბიექტს.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება შემოთავაზებული გეგმა,  რომლისთვისაც ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“–ს მიერ გამოიყოფა არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობის თანხა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელბის მიზნით, რაც მოხმარდება ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ  და მოთხოვნილ საჭირო ინვენტარის შეძენას, ასევე საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებას.
კონკურსში გამრჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს:
• საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც პროექტის ფარგლებში დაყოფილია 6 ზონად (მინიმუმ 1 შეხვედრა თითო ზონაში);
• გაუწიოს დახმარება პროექტის ბენეფიციარებს საკონკურსო განაცხადის შევსების მიზნით;
• განახორციელოს წარმოდგენილი საინფორმაციო კამპანია;
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ მაილზე და Facebook გვერდზე.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილიოთ მითითებულ ლინკეზე :
http://www.marneuli.gov.ge/index.php/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98

მცირე ინფორმაცია პროექტის შესახებ – „სამოქალაქო ბიუჯეტი“
სამოქალაქო ბიუჯეტი, არის პროცესი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებასადა  ხარჯვის პროცეში, მოქალაქეების ინტერესების გამოხატვის საშუალებას იძლევა. გამომდინარე აქედან, აღნიშნული  პროექტის განხორციელებას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ხელს შეუწყობს მოქალქეების მაღალ ჩართულობას მათი ქალაქებისა და სოფლების მომავალი განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში.
ასევე, დაკმაყოფილდება მოქალქეების ინტრესები, თუ ისინი თავად გადაწყვეტენ რა არის მათთვის პრიორტეტული საკითხები, ისინი უშუალო მონაწილეები იქნებიან თავინთი ქალაქის განვითარების პროცესში და გახდებიან თვითმხილველნი თუ სად იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. 
სამოქალაქო ბიუჯეტი მოქალქეებს საშუალებას  მისცემს გაიგონ, როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.
რატომ არის მნიშვნელოვანი  თანამონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელბა?
უპირველესად  , უნდა აღინიშნოს , რომ მოქალქეების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამასთან იგი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მეთოდის დანერგვის მხრივ არის პირველი. ვინაიდან საქართველო დემოკრატიის გზას ადგას  მნიშვნელოვნია მსგავსი პროექტების ხელშეწყობა. ამასთან , მოქალაქეების ჩართვა  თანხების განაწილების  პროცესში  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის   ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა. ასევე  ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები, მათი აზრის  და საჭიროებების გაგება – უფრო ეფექტური საშუალებაა  ვიდრე  კვლევების ჩატარება.
სწორედ ამიტომ, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელობა  მიზნად ისახავს სამოქალაქო ბიუჯეტის საკითხებში მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას. ამის საშუალებას კი იძლევა პროექტი  სამოქალაქობ  იუჯეტი. 
სამოქალქო ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ჩართულობას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  ფორმირებაში და  მის  განხორციელებაში.
მთლიანად პროექტისთვის „სამოქალაქო ბიუჯეტი 2016“ მუნიციპალიტეტი გამოყოფს 1 500 000 ლარს. თითოელ ზონაზე ჯამში გამოყოფილია 250 000 ლარი.
აღნიშნული 250 000 ლარიდან  200 000  მოხმარდება ერთ დიდ პროექტს თითო ზონაზე , დარჩენილი         50 000 კი მოხმარდება  5  პატარა პროექტს. ბიუჯეტის საბოლოო განსაზღვრის ეტაპზე, წარმოდგენილ პროექტების საჭიროებისამებრ შესაძლოა თანხა დაემატოს ან მოაკლდეს, პროექტის  „სამოქალაქო ბიუჯეტი 2016“–ით  გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებში.
გასულ წელს მოუნიციპალიტეტი დაიყო სამ ზონად, წელს კი პროექტი მასშტაბურობიდან გამომდინარე იქნება ექვსი ზონა. ეს ზონებია:

I – ზონა
1.მარნეული ( ჯანდარა)
1. ყიზილაჯლო

II – ზონა 
1. ყულარი (ზემო ყულარი, კირიხლო, ქვემო ყულარი,  ყულარი, წითელი სოფელი, მარადისი,ბუდიონოვკა,დაშტაფა )
2. წერეთელი (წერეთელი, საიმერლო,დიდი ბეგლიარი,პატარა ბეგლიარი,ნორგიული)
3. თამარისი  (თამარისი,ახალი დიოკნისი,ალავარი,)

III – ზონა 
1. ალგეთი ( ალგეთი, საბირქენდი, თაზაქენდი,აზიზკენდი,გაჯისაკენდი)
2. ქუთლიარი ( მუღანლო,ქუთლიარი, ბაიდარი,ლეჟბადინი, ხუტორ ლეჟბადინი, დოლის ყანა)
3. კაპანახჩი (  ამბაროვკა, ქეშალო, ილმაზლო,პირველი ქესალო, მეორე ქესალო, კაპანახჩი, ალგეთი ღვინის ქარხანა )

IV  – ზონა
1. შულავერი (არაფლო, ახლომახმუდლო, ენიკენდი,სეითიგაჯლო,ზემო სარალი, ქვემო სარალი,მარეთი, შულავერი, იმირი)
2. კასუმლო( კასუმლო,აღმამედლო,ულაშლო,ბეითარაფჩი, კუშჩუ,ბაითალო )
3. კაჩაგანი ( კაჩაგანი, თაქალო,ხანჯიგაზლო, კირაჩმუღანლო)

V – ზონა 
1. წერაქვი ( წერაქვი, სიონი, ჯნახოში)
2. შაუმიანი ( შაუმიანი, ხიხანი,ახკულა, ყუდრო)
3. დამია–გეურარხი ( დამია–გეურახი,ახლო–ლალო,კიროვკა,დამია)

VI - ზონა 
1. სადახლო ( სადახლო, სადგ. სადახლო, ხულდარა,მოლა–ოღლი,ბურმა)
2. ხოჯორნი (ხოჯორნი, გიულბაღი, ბრდაზორი, ცოფი)
3. ოფრეთი ( ოფრეთი, ხოხმელი)
4. ახკერპი (ახკერპი, ჩანახჩი, ულიანოვკა)


პროექტი ხორციელდება ,, დემოკრატიის მხარდაჭერის“ 
• მარნეულისმუნიციპალიტეტიგამგეობა
• ქალაქვარშავასმერია
• ა.(ა)ი.პ „ერთიანიკავკასია“
• ფონდი „სხვასივრცე“ ( “Other Space Fundation“)
გასულ წელს პროექტი გახორციელდა შემდეგნაირად:მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას ჩაუტარდათ სემინარები, სადაც გაეცვნენ თანამონაწილეობითი  ბიუჯეტის იდეის არსს. მოხდა მოსახლეობის დატრენინგება, მოეწყო სამუშაო შეხვედრები სადაც, მოქალაქეებმა შეისწავლეს თუ როგორ იწერება პროექტი. ასევე  გაიმართა დისკუსიები, რომლის მიმდინარეობისას მოქალქეებმა დაასახელს მათ სოფელში მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემები, მომდევნო ეტპაზე მოხდა დასახელბულ პრობლემებზე პროექტების შედგენა, რომლებიც წარმოადგინეს  ცალკეულმა მოქალაქეებმა ან საინიციატივო ჯგუფებმა.  პროექტების წარდგენის შემდეგ ,ქალაქსა და სხვადასხვა სოფლებში მოეწყო  ღია  დისკუსიები, სადაც მოქალაქეების მიერ მოხდა მათივე წარდგენილი პროექტების დალაგება პრიორიტეტების მიხვედით. პრიორიტეტიზაციის  შემდეგ, მოქალაქეებმა  განაცხადებები წარადგინეს გამგეობაში. 
პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაიყო 3 ზონად, საიდანაც სულ შემოვიდა 49 საპროექტო , რომელთაგან 2016 წელს განხორციელდება 34 პროექტი. შემოსული პროექტებიდან 3 საუკეთესო პროექტს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და სიგელები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო ბუკლეტის გამოცემა.  ,,თანამონაწილეობითმა ბიუჯეტმა“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პორობაა.

 

სააპლიკაციო ფორმა

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6255
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი
ივლ 01 პარ 2016
7336
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031