მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომა

 

საკრებულოს სხდომა 19.02.2018
20 თებ 2018
 

19 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, მიმდინარე წლის რიგით მე–5   სხდომას ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე უძღვებოდა.

სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 5 საკითხი. (დღის წესრიგი იხ: http://marneuli.gov.ge/sakrebulos-sxdomis-dghis-tsesrigi/1820-marneulis-municipalitetis-sakrebulos-2018-tslis-19-tebervlis-riggareshe-sxdomis-dghis-tsesrigi.html )

 საკითხზე სხდომის წევრებმა  დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

სხდომაზე  ცვლილება შევიდა მერიის საშტატო ნუსხაში,რომლის თანახმადაც  მარნეულის მერიის საშტატო ნუსხას დაემატა ორი საშტატო ერთეული. სხდომამ ასევე,  განიხილა  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 6 თებერვლის N03/843 წერილი, სადაც წარმოდგენილი იყო წინადადება 2016–2017 წელს სოფელ ქვემო სარალში მოწყობილი სასმელი წყლის ჭაბურღილისა და მილსადენი ხაზოვანი ნაგებობებით პირდაპირი განკარგვის წესით უვადოდ სარგებლობაში  შ.პ.ს „მარნეულის სოფწყალს“ გადაცემის თაობაზე, რაზეც სხდომამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, ერთ–ერთი მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 7 თებერვლის N01/383 წერილი,რომლის თანახმადაც მარნეულის მუნიცპალიტეტის მხრიდან შესაბამისი  მოთხოვნის საფუძველზე მის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე, შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებული დასახლებისათვის, რომელიც მარეთის სახელწოდებით არის ცნობილი,  სოფლის სტატუსის მინიჭებისა და მისთვის სახელწოდების „ივერიონი“–ს დარქმევის შესახებ მივიღეთ  დადებითი გაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი სოფელი „ივერიონი“ შეემატა.

19 თებერვლის სხდომაზე, ასევე იმსჯელეს    მარნეულის მუნიციპალიტეტში ახლად შექმნილი გენდერული საბჭოს დებულებაში ცლილების შეტანის თაობაზე, რომელიც გულისხმობდა  საბჭოს წევრების შემადგენლობის გაზრდას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6306
 
 
 
საკრებულოს სხდომა
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930