მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომა

 

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
24 ნოემ 2017
 

დღეს, 24 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადმოწვეული  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც არჩეული იქნა მუდმივმოქმედი კომისიის  თავმჯდომარეები.
დღევანდელ სხდომაზე  5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს.  ახალი მოწვევის საკრებულოში  საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ - რომან ტაბატაძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ–ბესიკ გუჯეჯიანი, სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ  გივი გიორგაძე,  ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ნოდარ მთვარელიძე, ხოლო ეთიკისა და საპროცედურო კომისიის თავმჯდმომარე რიჩარდ გიგანი იქნა არჩეული.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც, როგორიცაა საკრებულოს   კომისიების დებულებების დამტკიცება და საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება.აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით საკრებულოს წევრის ბესიკ გელენიძის ინიციატივით  დარეგისტრირდა პირველი ფრაქცია   „ქართული ოცნება“.  ასევე  ფრაქციის შექმნის მზაობა გამოთქვა პარტია  „ბაქრაძე- უგულავა–ევროპული საქართველო“-ს  წარმომადგენლებმა, რომელიც დარეგისტრირდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 671
 
 
 
საკრებულოს სხდომა
 
     
    სიახლეები
    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728