საბირქენდის 450 ბავშვზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.
პროექტი საქართველოს მთავრობამ 6.5 მილიონი ლარით დააფინანსა.
ახალაშენებული სკოლა ადგილზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ილია ჯალაღანიამ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
საბირქენდის სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სიახლეები
საბირქენდში საერთაშორისო სტანდარტების სკოლა აშენდა
26 დეკ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2876
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
417
აპრ 22 ოთხ 2020
15589
აპრ 22 შბ 2017
28811
იან 09 ორშ 2017
28371
აგვ 30 სამ 2016
30378
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28079
აგვ 26 პარ 2016
27584
აგვ 30 სამ 2016
25724