მარნეულში რეგისტრირებულ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ახალი სოციალური სერვისი ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპეციალური საჭიროებების მქონე პირები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით.
ბენეფიციარებისთვის აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ გამართა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპისთვის დამზადებულია 110 ბარათი, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებითი ბარათების დამზადება. სპეციალური საჭიროების მქონდე პირებს ვისაც ჯერ არ მიუღიათ სატრანსპორტო საშვი, შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის მერიას.
"სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე ზრუნვა და მათი სოციალურ გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა" - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.
სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სერვისი ამოქმედდა
22 ნოემ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2265
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15275
აპრ 22 შბ 2017
28406
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30106
აგვ 27 შბ 2016
29384
სექ 02 პარ 2016
27720
აგვ 26 პარ 2016
27268
აგვ 30 სამ 2016
25472
აგვ 25 ხუთ 2016
27494