გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე მოადგილეებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
კომპანიის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, კენან ომაროვთან და მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ, ზაურ დარგალთან ერთად სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
ქ. მარნეულის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგური და ახალი წყლის რეზერვუარები.
პარალელურად გრძელდება წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშოები.
სამუშაოები 4 დამოუკიდებელ ლოტად ხორციელდება და ეტაპობრივად, 15 თვის განმავლობაში დასრულდება.
შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 22.000 ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ამასთანავე, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
სიახლეები
მარნეულში წყლისა და წყალარინების თანამერდოვე სისტემები შენდება
09 ნოემ 2022
მნახველთა რაოდენობა: 4642
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
414
აპრ 22 ოთხ 2020
15587
აპრ 22 შბ 2017
28805
იან 09 ორშ 2017
28365
აგვ 30 სამ 2016
30375
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28075
აგვ 26 პარ 2016
27579
აგვ 30 სამ 2016
25722