მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა მოსახლეობასთან
01 ივლ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან ერთად, მარნეულში 26 ივნისს მომხდარი უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდნენ; მოისმინეს მათი საჭიროებები და ერთად განიხილეს პრობლემის გადაჭრის გზები.

„26 ივნისს,მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვაგრძელებ კორპუსის მაცხოვრებლებთან შეხვედრას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პირადად მოვისმინო მათი საჭიროებები და მათთან ერთად  განვიხილოთ პრობლემის გადაჭრის გზები. აღვნიშნავ, რომ მერია კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს მოქალაქეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სამწუხაროა,  რომ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფი მიზანმიმართულად  მანიპულირებს. აქვე დავაზუსტებ, რომ ექსპერტიზის რეკომენდაციების შესაბამისად მოქალაქეთა საჭიროებები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება.“- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3345
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1903
სექ 19 სამ 2023
2141
ივლ 05 ოთხ 2023
2277
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930