მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

25 მაი 2022
 

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მარნეულში, მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის ინიციატივით და საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ჩართულობით,  საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე  ამირან გიორგაძე მოადგილეებთან ერთად და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

სიტყვით გამომსვლელებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ, მრავალწლიან მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე და ქვეყნების განვითარების პროცესში დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2628
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
556
 
 
სიახლეები
2023 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930