მარნეულის მუნიციპალიტეტში, მერის ზაურ დარგალის ინიციატივით, „სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა 2020“ - ის განხორციელება დაიწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამეურნეო დანიშნულებით დამუშავების პროცესის წახალისებასა და მოქალაქეთა ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროგრამის სამიზნე ჯგუფია, მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 და რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქვს (ფაქტობრივი ფლობა, საკუთრება) დასამუშავებელი სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ბენეფიციარი მიმდინარე წლის განმავლობაში ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს მოთხოვნის შესაბამისად. არანაკლებ 0,1 ჰა და არაუმეტეს 0,5 ჰა სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის დამუშავებისას.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებული პირის ზეპირი მიმართვის საფუძველზე მერის წარმომადგენელი აღმასრულებელს აწვდის ინფორმაციას, სადაც აღნიშნული უნდა იყოს დაინტერესებული პირის ვინაობა, დასამუშავებელი მიწის ფართი და ფლობის ფორმა, ასევე განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ.
ამ პროგრამის ბენეფიციარისთვის მომსახურება არის უფასო.
პროგრამა ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მას უშუალოდ ა (ა) იპ „სუფთა მარნეული“ ახორციელებს.
პროგრამაში ჩართვის მიზნით მოქალაქეებმა უნდა მიმართონ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
სიახლეები
„სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა 2020“
26 თებ 2020
მნახველთა რაოდენობა: 4553
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
287
აპრ 22 ოთხ 2020
15487
აპრ 22 შბ 2017
28664
იან 09 ორშ 2017
28271
აგვ 30 სამ 2016
30292
აგვ 27 შბ 2016
29576
სექ 02 პარ 2016
27965
აგვ 26 პარ 2016
27469
აგვ 30 სამ 2016
25644