მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი გაიხსნა.
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციას, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი, აგრეთვე მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე, თვითმმართველობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ თამარისის კომბინირებული მოედანი რიგით მე-6 სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც მარნეულის მერიამ, მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელა.
პროექტის ფარგლებში, თამარისის საჯარო სკოლის მიმდებარედ, დაახლოებით 600 კვადრატული მეტრის ფართობის სპორტული მოედანი მოეწყო, სადაც დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, მოეწყობა ტრიბუნა და გარე განათების სისტემა.
პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 80 000 ლარი დაიხარჯა.
სიახლეები
მარნეულში კიდევ ერთი სპორტული მოედანი მოეწყო
06 დეკ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5586
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
332
აპრ 22 ოთხ 2020
15528
აპრ 22 შბ 2017
28717
იან 09 ორშ 2017
28308
აგვ 30 სამ 2016
30333
აგვ 27 შბ 2016
29624
სექ 02 პარ 2016
28007
აგვ 26 პარ 2016
27516
აგვ 30 სამ 2016
25686