მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ფესტივალი „One Caucasus“ მარნეულს ერთი წლით დაემშვიდობა
26 აგვ 2019
 

მარნეული ტრადიციადქცეული საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფესტივალი „One Caucasus“ გრანდიოზული კონცერტით დაიხურა და მარნეულს ერთი წლით დაემშვიდობა.

წელს ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში მუსიკოსები, მსოფლიოს 10 ქვეყნიდან, მათ შორის: აზერბაიჯანიდან, ბენინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, სენეგალიდან, სომხეთიდან , უკრაინიდან და შოტლანდიიდან  იღებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, რომელიც 22 აგვისტოდან 25 აგვისტომდე, სოფელ წერაქვში მიმდინარეობდა, სხვადასხვა კულტურის წამომადგენელ, სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილების მქონე ხელოვანებს საშუალებას აძლევდა ერთმანეთს შეხვდროდნენ და შეექმნათ  საერთო მუსიკალური პროექტები.

საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus  გრძელვადიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას შემოქმედებითი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის.

One Caucasus-ის მიზანს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის, საერთო კულტურული დიალოგის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თავისუფალი სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც განსხვავებული პროფესიისა და შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.

ფესტივალის დახურვას ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, მეზობელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 495
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031