მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
როგორ მოვიპოვოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი

 

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები
00 იან
 

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული სოციალური და საგადასახადო შეღავათები:


სოციალური სფერო

• პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისთვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 100 ლარი, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის  - 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარი. ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან;
• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის,  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით გაცემა. ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან;
• ყოველთვიური დანამატი პენსიაზე არანაკლებ 20% და სოციალური პაკეტის 20%. ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან;
• ზამთრის პერიოდში  გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის ღონისძიებები. ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან;
• საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%, პროფსასწავლებლებში - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35%; სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლისათვის - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50%. ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან;
• დანამატი ექიმისათვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ექთნისათვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით. ამოქმედდება 2016 წლის  1 სექტემბრიდან;
• ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის შეღავათების თაობაზე წინადადებების მომზადება 2017 წლის 1 იანვრამდე;
• მაღალმთიან დასახლეებაში მცხოვრები აბონენთებისათვის  დახარული ელექტროენერჰიის  ხარის 50 % ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 100 კვტ–ის ღირებულებისა –2017 წლის 1 იანვარი.

საგადასახადო სფერო
• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაოფაზეა  18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ საბიუჯეტო  ორგანიზაციებიდან მიღებული ხელფასი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, ხოლო თუ აღნიშნული სტატუსის მქონე პირი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), ხელფასის სახით 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალს იღებს , საშემოსავლო გადასახადი უნახევრდება.
• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო  ორგანიზაციებიდან მიღებული  ხელდასისა, თავისუფდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
• მაღალმთიანი დასახლების  საწარმოს სრტატუსის  მქონე  მეწარმე  ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადდისაგან თავისუფლდებიან 10 წლით,
• მოგების გადასახადისაგან  თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს  მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით  მიღებული მოგება–შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან  10 კალენდარული წლის განმავლობაში.

ქონების გადასახადი
• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის  მქონე  მოსახლის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.
• მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქობენა–შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2860
 
 
 
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031