მარნეულის მუნიციპალიტეტში შეხვედრები განრიგის მიხედვით მიმდინარეობს. კონსულტაციები ამ ეტაპზე 6 ადმინისტრაციული ერთეულის 30 სოფელში ჩატარდა. შეირჩა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების შაუმიანი, ახკულა, ოფრეთის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის ბრძანების საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები.
2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარია გამოყოფილი.
შემდეგი შეხვედრები გაიმართება ხვალ, 8 თებერვალს:
ადმინისტრაციული ერთეული ყულარი
წითელი სოფელი - მეწამულა (ბუდიონოვკა) - 11:00; დაშტაფა - 12:00; მარადისი - 13:00
ადმინისტრაციული ერთეული შულავერი
შულავერი 11:00; იმირი - იმირჭალა -12:00; ქვემო სარალი - 13:00; ზემო სარალი - მარეთი(დებულებით არაა გათვალისწინებული) 14:00
ადმინისტრაციული ერთეული წერეთელი
წერეთელი - 12:00; ნორგიული - 13:00; საიმერლო - 14:00; დიდი ბეგლაირი - 15:00; პატარა ბეგლიარი - 15:30
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023 სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
07 თებ 2023
მნახველთა რაოდენობა: 826
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
409
აპრ 22 ოთხ 2020
15584
აპრ 22 შბ 2017
28798
იან 09 ორშ 2017
28362
აგვ 30 სამ 2016
30373
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28072
აგვ 26 პარ 2016
27577
აგვ 30 სამ 2016
25721