მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2020 სიახლეები

 

მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
28 იან 2020
 

დღეიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა დაიწყო.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის 1 032 000 ლარი გამოიყო

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებას დაუჭერენ მხარს, საკუთარ სოფელში.

ამ ეტაპისთვის კრებები/კონსულტაციები მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში- ალგეთში, დამია-გეურარხისა და კაჩაგანში შემავალ სოფლებში გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრას სამივე ადმინისტრაციულ ერთეულში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი  პირადად დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გასულ წელს აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც ჩატარდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2431
 
 
 
 
 
სიახლეები
2022 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31