მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დასრულდა. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სოფელ ყიზილაჯლოში, წერეთელსა და საიმერლოშიც.
კრებებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა, სადაც მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებზე.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მიმდინარე წელს, გარე განათების სისტემა მოეწყობა და აგრეთვე შიდა გზების მოიხრეშება სოფელ ყიზილაჯლოში. სოფელ წერეთილს მოსახლეობის სურვილით კი მიმდინარე წელს რიტუალების სასახლის ტერიტორიაზე მოეწყობა სველი წერტილები და თავად შენობაში მოეწყობა სადღესასწაულო სცენა. რაც შეეხება სოფელ საიმერლოს, მოსახლეობის სურვილისამებრ, სარიტუალო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სამზარეულო და მოწესრიგდება სველი წერტილები.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა დასახლებების მიხედვით ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დასრულდა
11 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4486
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15266
აპრ 22 შბ 2017
28400
იან 09 ორშ 2017
28058
აგვ 30 სამ 2016
30102
აგვ 27 შბ 2016
29381
სექ 02 პარ 2016
27715
აგვ 26 პარ 2016
27263
აგვ 30 სამ 2016
25467
აგვ 25 ხუთ 2016
27490