მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გერმანიაში მარნეულის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა
01 მაი 2023
 

გერმანიაში მარნეულის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, გერმანული განათლების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ინიციატივით, „აღმოსავლეთის მეზობლები" DVV რეგიონული პროექტის ფარგლებში გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს მიუნხენის ვიცე-მერთან, ვენერა დიტლისთან, ბავარიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის თავმჯდომარე რეჯინე სგოდასთან და მიუნხენის VHS-ის შტაბ-ბინის მმართველ დირექტორთან მარტინ ეკერთან. დელეგატები ასევე იმყოფებოდნენ ბავარიის პარლამენტში.

ვიზიტის მიზანს გერმანული განათლების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის სამუშაო პროგრამის და სახელმწიფო ორგანიზაციების პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 942
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
502
 
 
სიახლეები
2023 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930