მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის დელეგაცია პოლონეთში
07 სექ 2022
 

მიმდინარე წლის  2 – 5 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობიდან დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკაში, გმინა კობილნიცაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, რომელსაც მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ხელმძღვანელობდა, ოფიციალური  შეხვედრები გამართა გმინების - კობილნიცა, კოშციელისკო და ვალცეს მერებთან. შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ეკონომიკური, სამეწარმეო, ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო კუთხით მიღებულ გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრები კობილნიცაში მოსავლის აღების ფესტივალს დაესწრნენ. სადაც მოწყობილი იყო არაერთი ვორქშოპი, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა და სემინარები. ფესტივალის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოები.

ოფიციალურ დელეგაციაში ასევე იმყოფებოდნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი დავით ჭიკაძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1437
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
255
ნოემ 22 სამ 2022
671
 
 
სიახლეები
2023 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728