მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
23 ივნ 2022
 

ქალაქ მარნეულში 2000 გულშემატკივარზე გათვლილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

პროექტს საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 8.1 მილიონი ლარია.

სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის; დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები.

სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

სტადიონის მშენებლობის პროცესი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ  და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს.



 
 
მნახველთა რაოდენობა: 3377
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1970
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031