მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ დიოკნისში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
28 მარ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, სოფელ დიოკნისში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს და ადგილზე შეხვდნენ სოფლის მცხოვრებლებს.

არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტში სამუშაოების ნახევარი დასრულებულია. მიმდინარეობს დასკვნითი ეტაპი, რის შემდეგაც იგეგმება სოფლის შიდა გზების მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მშენებლობას ახორციელებს შპს "ბილდინგ დეველოპერი" და პროექტის სახელშეკრულებო  თანხა 629 958.41 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2812
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1913
სექ 19 სამ 2023
2150
ივლ 05 ოთხ 2023
2286
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930