2021-2022 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდულ იქნა 5 ახალი ,,ისუზუს“ ტიპის , ევროპული სტანდარტების, დიზელიზე მომუშავე ავტობუსები, რომლებიც ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. ავტობუსების საერთო ღირებულებამ 1 498 500 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში მუნიციპალიტეტმა ასევე შეისყიდა 5 ერთეული ახალი ავტობუსი. მომავალშიც ეტაპობრივად იგეგმება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, რის შემდეგაც საქალაქო ტრანსპორტის მიმართულებით სრულად დაკმაყოფილდება მოსახლეობის მოთხოვნები.
ამასთან, მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს „ასპ-გრუპი“-სგან ახალი ნაგავმზიდის ავტომანქანა შეიძინა და ა(ა)იპ სუფთა მარნეულს გადასცეს, რომლის საერთო ღირებულებამ 239 995 ლარი შეადგინა.
ნაგავმზიდის მანქანით დამატებით, მოხდება მუნიციპალიტეტის კონკრეტული ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა.
რეგიონის და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდის მანქანა დაათვალიერეს. ადგილზე გაესაუბრნენ შ.პ.ს. მარნეულის ავტოპარკისა და ა(ა)იპ სუფთა მარნეულის წარმომადგენლებს.
ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდის მანქანა 2022 წლის მარტიდან შევა ექსპლუატაციაში.
სიახლეები
მარნეულში, მუნიციპალური ავტოპარკი განახლდა
17 მარ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3233
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
321
აპრ 22 ოთხ 2020
15517
აპრ 22 შბ 2017
28704
იან 09 ორშ 2017
28300
აგვ 30 სამ 2016
30323
აგვ 27 შბ 2016
29614
სექ 02 პარ 2016
27997
აგვ 26 პარ 2016
27504
აგვ 30 სამ 2016
25673