დღეს, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივის მისაგებად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერეთელში, ალგეთსა და თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გვირგვინებით შეამკეს.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ დღისთვის მარნეულის კულტურის ცენტრის ინიციატივით პერფორმანსი გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკულ დღეს, თავისუფლებისთვის გმირულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეები.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი, მარნეულის მერის მოადგილეები ლაშა ლობჯანიძე და კენან ომაროვი და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, თავისუფლებისთვის მებრძოლმა ახალგაზრდებმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანეს.
სიახლეები
მარნეულში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს
09 აპრ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4171
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
328
აპრ 22 ოთხ 2020
15524
აპრ 22 შბ 2017
28715
იან 09 ორშ 2017
28307
აგვ 30 სამ 2016
30331
აგვ 27 შბ 2016
29620
სექ 02 პარ 2016
28007
აგვ 26 პარ 2016
27513
აგვ 30 სამ 2016
25683